top of page

„იფქლის“ პურეული დღეიდან „ნიკორას“ ყველა მაღაზიაში!

1 აგვისტო, 2017

2017 წლის 1 აგვისტოდან „იფქლის“ პურეული „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელების გაყიდვაში ჩაეშვა.

 

„ნიკორაში“ კომპანია „იფქლის“ 9 დასახელების პროდუქცია იყიდება, მათ შორის: თეთრი დაჭრილი და დაუჭრელი ბატონები, ქართოს ბატონები, ეკონომბატონი, ბატონი სტანდარტი, ქატოს პური, უმაღლესი ხარისხის პური და ტოსტის პური.

 

აღნიშნული სახეობის პურები ნიკორას მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. მომავალში „იფქლი“ და „ნიკორა“ ერთგულ მომხმარებლებს მრავალ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდებიან.

 

კომპანია „იფქლი“ ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწამოებს ჯანსაღ პურფუნთუშეულს. ბიზნესისა და ცხობის კარგად ცოდნამ, ასევე საქმისადმი დაუღალავმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება.

 

Please reload

bottom of page