"იფქლი" უკვე მეოთხედ გახდა "გოლდენ ბრენდის" ჯილდოს მფლობელი!
27 აპრილი, 2017
2018 წლის 27 აპრილს, კომპანია „იფქლი“ გოლდენ ბრენდის 2017 წლის ტიტულის მფლობელი გახდა. კომპანიისათვის ეს რიგით უკვე მეოთხე ჯილდოა დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.
„იფქლი“ ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. სასიამოვნოა, რომ „გოლდენ ბრენდს“ ჩვენი წინსვლა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ეს ტიტული კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა მომავალშიც ზრდასა და განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულები.“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, არისი ბოჭოიძემ.
კომპანია "იფქლმა" 2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა წარმოებაში. ევროპელი კოლეგების გამოცდილებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარების საშუალებით კომპანიაში პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "იფქლში" ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. „იფქლი“ დღეს ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც პურის მასიურ წარმოებაში პურს უკონტაქტო მეთოდით ხაშზე, ანუ დამჟავებულ ცომზე, აცხობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „გოლდენ ბრენდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში კომპანია „იფქლი“ დარგის ლიდერად როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ასევე მომხმარებლებმაც დაასახელეს. შერჩევის ძირითად კრიტერიუმებს კი ბრენდის ცნობადობა და ხარისხიანობა წარმოადგენდა.
„გოლდენ ბრენდის“ დაჯილდოვება საქართველოში ყოველწლიურად იმართება და ბიზნეს სექტორში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.