top of page

იღებება თუ არა პური?

შავი პური არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მის მიმართ ინტერესი ყველაზე დიდია, ნდობა კი ყველაზე დაბალი. ვინაიდან ჭვავის ფქვილი საქართველოში თითქმის არ მოიპოვება, ყველა ეჭვობს, რომ შავი პურისთვის ფერის მისაცემად საღებავი, ე.წ. “კოლერი” გამოიყენება. ამიტომ, ბევრს აინტერესებს იღებება თუ არა პური. გადავწყვიტეთ მომხმარებლის ამ კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი.

როგორ კეთდება შავი პური?

შავი პურისათვის კომპანია “იფქლი” საუკეთესო ხარისხის ცეხვილ ფქვილს იყენებს. საგულდაგულოდ გაცრილ ფქვილს ემატება მარილი, საფუარი, ნელ-თბილი წყალი და ორჯერ მოხალული ალაო. სპეციალურ აპარატში ფქვილი 15 წუთის განმავლობაში იზილება, რის შემდეგაც მას აპარატი ჭრის, წონის და ფორმას აძლევს. გამომცხვარი და ხრაშუნა პური კი უკვე მაღაზიებში იგზავნება.

კამპანია

გაეცანით "იფქლის" კამპანიას "ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!" და თქვენ ჯანსაღი შავი პურის შერჩევას შეძლებთ.

“იფქლი” ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა

კომპანია „იფქლი“ 2011 წლიდან "ხარისხის ნიშნის" მფლობელია. ჩვენს კომპანიაში 40 სახეობის პური ცხვება, მათ შორის რუხი და შავი პურეული. შავ პურს რამდენიმე სახეობის ფქვილით ვამზადებთ, ჭვავის ფქვილი კი ლატვიიდან და ესტონეთიდან შემოგვაქვს ჩვენი წარმოებისათვის. “იფქლის” პურეული ეკოლოგოიურად სუფთა ფქვილისაგან მზადდება და ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ, კომპანია “იფქლმა” წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა და ერთგულება დაიმსახურა.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page