top of page

რა ფერის უნდა იყოს ხორბლის შავი პური ?


იცით, რისგან კეთდება ხორბლის შავი პური? შეეცადეთ საჭირო ინგრედიენტები ჩამოთვალოთ.

ჩვენ ამ კითხვისთვის პასუხის მომზადებაში „იფქლის“ მთავარი ტექნოლოგი, ბატონი გელა კოდალაშვილი დაგვეხმარა კამპანია „ამოიცანი ჯანსაღი შავი პურის“ ფარგლებში.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თურმე, რასაც ჩვენ შავ ფქვილს ვუწოდებთ, ხორბლის ცეხვილი ფქვილია, ანუ დაფქვილი მთლიანი მარცვალი. ის არ არის მუქი შავი შეფერილობის, როგორც ეს საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენია. თუ იგივე მარცვალს ავიღებთ და გარსს მოვაშორებთ, მივიღებთ თეთრ ფქვილს. გავარკვიეთ, რომ ოდნავ რუხ შეფერილობას სწორედ მარცვლის გარსის გამოყენებით ვიღებთ.

სურათზე: ცეხვილი ფქვილი

„შავი ფქვილი არის პირობითი სახელი. სინამდვილეში ეს ფქვილი არის რუხი ფერის. არასწორი წარმოდგენის გამო, ხალხი არაბუნებრივი შეფერილობის შავ პურს ეძებს და იძენს მაღაზიებში, მაშინ როცა ჯანსაღი პროდუქტი დახლებზე რჩება“, - აცხადებს ბატონი გელა.

სურათზე: ცეხვილი და თეთრი ფქვილები

ცეხვილი ფქვილით რამდენიმე ტიპის პურის მომზადებაა შესაძლებელი:

პირველი, ეს არის 100%-ით ცეხვილი ფქვილისაგან დამზადებული პური. ტექნიკურად მისი მომზადება რთულია, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია. ამ ტიპის პურის შეფერილობა არის ღია რუხი ფერის.

მეორე, ცეხვილი ფქვილისა და თეთრი ფქვილის ნაზავია, რომელშიც პროცენტულად ცეხვილი ფქვილი უფრო მეტია. ამ სახეობის პურის დასრულებული სახე კიდევ უფრო ღიაა, ვიდრე მთლიანად ცეხვილი ფქვილით მომზადებული პური.

თეთრი პური, თეთრი და ცეხვილი ფქვილის პური, 100% ცეხვილი ფქვილის პური

მესამე შემთხვევაში, საქმე გვაქვს ასევე ცეხვილ და თეთრ ფქვილთან, თუმცა მათ შემადგენლობას ალაოც ემატება. ამ ტიპის პურის შეფერილობა განისაზღვრება როგორც მუქი რუხი და არა შავი. „შავ პურებში ქერის ან ჭვავის ალაო გამოიყენება, პურის შეფერილობა კი დამოკიდებულია ალაოს მოხალვუის ხარისხზე. შავ პურში ალაოს გამოყენება პირველ რიგში პურის გემოს და სტრუქტურას გაუმჯობესებისათვის ხდება. ალაო ასევე ამუქებს ფერს, თუმცა ეს არის თანმდევი პროცესი და არა პრიორიტეტი“, - აცხადებს გელა კოდალაშვილი.

თეთრი ფქვილი,ცეხვილი ფქვილი, ალაო

თეთრი, ცეხვილი და ალაოს პური

არსებობს მეოთხე შემთხვევაც, როდესაც ხორბლის შავი პური არაბუნებრივი, შავში გარდამავალი შეფერილობისაა. სამწუხაროდ, მოსახლეობა ხშირად თვლის, რომ რაც უფრო შავია პური, მით უკეთესი და ჯანსაღი პროდუქტით მზადდება იგი. სინამდვილეში, ამ ტიპის პურს კარამელის ფერით (ე.წ. კოლერით) ამუქებენ.

„თუ ალაოს გამოყენების შემთხვევაში მიზანი პურის გემოს და სტრუქტურის გაუმჯობესებაა, „კოლერის“ ერთადერთი დანიშნულება პურის გაშავება, ანუ ფერის შეცვლაა. „კოლერის“ გამოყენებისას, პურში არანაირი სტრუქტურული გაუმჯობესება არ ხდება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმასთან მიმართებითაც, თუ რამდენად უსაფრთხოა „კოლერის“ მიღება“, - აცხადებს ბ-ნი გელა.

"იფქლის" მისიაა ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის წარმოება. მომხმარებლისათვის ჯანსაღი პროდუქციის წარმოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ არ ვიყენებთ საეჭვო ნედლეულს. ჩვენ ჩვენს პროდუქციას არ ვღებავთ. შავი პურის ფერის მისაღებად მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტს, ალაოს ვიყენებთ.

თქვენ რა კრიტერიუმებით არჩევთ შავ პურს? იცოდით, რომ ხორბლის შავი ფქვილი თეთრ ფქვილზე მხოლოდ მცირედით მუქია? დაგვისვით კითხვები. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page