top of page

რა ფერია ჭვავის პურისათვის ნატურალური?

ჭვავის პური და მისი ფერი არაერთხელ გამხდარა მომხმარებლის განსჯის საგანი. გსურთ მის შესახებ ყველაფერი იცოდეთ?

ამისათვის „იფქლის“ მთავარ ტექნოლოგს, ბატონ გელა კოდალაშვილს გავესაუბრეთ.

„როგორც ხორბლის, ასევე ჭვავის ფქვილშიც არსებობს ხარისხობრივი განაწილება. შეიძლება პური ცხვებოდეს ჭვავის თეთრი, რუხი ან ცეხვილი ფქვილით. კომპანია „იფქლი“ წარმოებული შავი პურისათვის ჭვავის ცეხვილ და რუხ ფქვილებს იყენებს“, - აცხადებს გელა კოდალაშვილი.

ჭვავის თეთრ ფქვილს ოდნავ რუხი ფერი დაჰკრავს. ჭვავის არც რუხი და ცეხვილი ფქვილია თეთრ ფქვილზე განსაკუთრებით მუქი. თავად იხილეთ!

სურათზე: ხორბლის თეთრი, ჭვავის ცეხვილი და ხორბლის ცეხვილი ფქვილები

სტრუქტურულად კი, ჭვავის ფქვილი ხორბლის ფქვილისაგან განსხვავდება. მასში წებოგვარას სტრუქტურა გაცილებით სუსტია, რაც 100%-ით ჭვავის ფქვილისაგან ცომის მოზელას და პურის გამოცხობას ართულებს. ამიტომ, ცხობისას ჭვავის ფქვილს გარკვეული ოდენობით ხორბლის ფქვილი და ალაო ემატება. ხორბლის ფქვილი მას უფრო რბილს, ალაო კი უფრო მუქს და არომატულს ხდის.

სურათზე: ხორბლის ცეხვილი და ხორბლის თეთრი ფქვილი,

ქვემოთ: ჭვავის ცეხვილი, ხორბლის თეთრი ფქვილის და ალაოს ნარევი

„ჭვავის პურის შემთხვევაში მიღებულია ალაოს გამოყენება. საბოლოოდ, გამომცხვარი პური არის თითქმის შავში გარდამავალი ფერის იმიტომ, რომ თავად ჭვავის ფქვილიც დასველებისას მუქდება, ალაო კი მას კიდევ უფრო ამუქებს. შესაბამისად, ჭვავის პური ბუნებრივად მუქია“, - აცხადებს ბატონი გელა.

მიუხედავად ამისა, ჭვავის პურებიც სიშავით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ეს განსხვავება დამოკიდებულია ალაოზე, რომელიც ჭვავის ფქვილს ემატება. რაც უფრო მეტია ალაოს მოხალვის ხარისხი, მით უფრო მუქია ალაო და შესაბამისად ჭვავის პურიც.

სურათზე: ჭვავის მუქი პური და ჭვავის ღია ფერის პური

ეჭვს წითელში გარდამავალი კაკაოსფერი პური შეიძლება იწვევდეს. ნუ იყიდით ლამაზ ფერს, როცა საქმე პურს ეხება, არამედ აირჩიეთ ჯანსაღი პროდუქტი. ამას კი დაკვირვებით შეძლებთ.

რადგან საქართველოში ჭვავის ფქვილი თითქმის არ იწარმოება, ჩვენ ჭვავის პურეულისათვის საჭირო ფქვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოგვაქვს, სადაც ჭვავის მოსაყვანად საუკეთესო გარემოა. "იფქლის" ჭვავის პურები ნატურალური და ხარისხიანი ნედლეულით მზადდება.

თქვენ „იფქლის“რომელი ჭვავის პური გიყვართ ყველაზე მეტად?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page