top of page

რამდენ ხანს ძლებს პური?

პურის შენახვის ვადა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, პურის გამოშვების თარიღზე, მის შენახვასა და მომზადების წესზე.

„იფქლის“ პურეულის აბსოლუტური უმრავლესობის შენახვის ვადა 72 საათით განისაზღვრება. ამ ვადაში პური ახალი და რბილია შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. პური 3 დღის შემდეგ ძველდება.

იმის გარდა, რომ შეგიძლიათ თქვენს ინტუიციას ენდოთ, არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისათვის, რომ პურის ვარგისიანობა გააკონტროლოთ:

დააკვირდით გამოშვების თარიღს

პირველ რიგში, ყოველთვის დააკვირდით პურზე გამოშვების თარიღს. რადგანაც პური სხვა საკვები პროდუქტებივით მალფუჭებადია, ეტიკეტზე მითითებულია მისი გამოშვების რიცხვი. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ პურის ვარგისიანობის განსაზღვრას.

სუნი

პურის შეცვლილი სუნი შეიძლება მის გაფუჭებაზე მეტყველებდეს.

ფერი

პურის ობი ყველა ფორმაში და ზორმაში შეიძლება მოგვევლინოს, მათ შორის თეთრი შეფერილობითაც, რომლის პურის გულზე დანახვა არც ისე ადვილია. გახსოვდეთ, თუკი პურის ერთი ნაჭერი მაინც დაობებულია, სჯობს პურის მთლიან შეკვრაზე თქვათ უარი.

გემო

პურზე ობის ქსოვილები იმაზე ბევრად ადრე ჩნდება, ვიდრე თქვენ ამჩნევთ. ასეთ დროს ობის ქსოვილებს უსიამოვნო გემოთი ამოიცნობთ.

გამომშრალი პური

მის გადაყრას ნუ იჩქარებთ. თუ პური გამომშრალი და გამაგრებულია, მაგრამ არა დაობებული, ის „სუხარია“ და შეგიძლიათ მიირთვათ მაწონთან ან წვნიანთან ერთად. თანაც გამომშრალი და გამაგრებული პურის შენახვა ადვილია. ასეთი პური არ ობდება, რადგან ობს აუცილებლად სჭირდება ნესტი.

ამიტომაცაა, რომ ჩვენ პურს კარგად ვაცხბოთ და ვაძლევთ საკმაო დროს გამოშრობისათვის სანამ მათ შეფუთვაში მოვათავსებთ.

თქვენ რამდენი ხანი გიძლებთ „იფქლის“ პური? გამოშვების თარიღს თუ აკვირდებით შეფუთვაზე?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page