top of page

სოლიდარობა დედაქალაქში

მძიმე კვირა გვაქვს. 13 ივნისის სტიქია და ტრაგედია ყველას შეეხო, ან როგორ შეიძლებოდა არ შეგვხებოდა, როცა ჩვენი თანამოქალაქეები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ქალაქის ნაწილი კი - პარალიზებული.

ამ სირთულეში საოცრად დაიმაიმედებელი რამ აღმოცენდა...

ერთსულოვნება და შემართება. ის არ შეიძლებოდა არ შეგენიშნათ, თუ მოხალისეების, სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების თანამშრომელთა მუშაობას ერთხელ მაინც მოკრავდით თვალს ამ ბოლო კვირის განმავლობაში. იქნებ თავადაც იყავით ერთ-ერთი მათგანი.

დღეს გვინდა ამ მრავალთაგან მართა კაჭარავა და ლიკა რეხვიაშვილი გაგაცნოთ.

მოხალისეები საბურთალოს გამგეობასთან თანამშრომლობენ და დღეს ნაშუადღევს დაგვიკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ პური აღარ ჰქონდათ დაზარალებლთა და მოხალისეებისათვის. ჩვენც პურეულით დატვირთულნი გავემგზავრეთ ერთ-ერთი შტაბისაკენ.

ადგილებზე მისულებს, დაგვხვდა ათობით ახალგაზრდა, რომლებიც პროდუქციას ახარისხებენ და შემდგომში სხვადასხვა ადგილებს ამარაგებენ.

მადლობას ვუხდით ამ ახალგაზრდა ქალბატონებს და ყველა მოხალისეს შეუდარებელი კოორდინაციისა და დაუზარელი შრომისათვის! "იფქლი" თანადგომას გიცხადებთ და თავისი წვლილი შეაქვს ქალაქის აღდგენაში!

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page