top of page

როგორ განვასხვავოთ ნატურალური ჭვავის პური შეღებილისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ჭვავის პური ბუნებრივად მუქია, წარმოდგენამ, თითქოს რაც უფრო მუქია პური, მით უფრო ნატურალურია ის, შეიძლება უბიძგოს ზოგიერთ მწარმოებელს ჭვავის პურის შემადგენლობაში “კოლერი“ გამოიყენოს. „კოლერის“ გამოყენება კი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ ბევრ საეჭვო კითხვას ბადებს. ამიტომაც არ ვიყენებთ მას კომპანია "იფქლში".

რადგანაც ჩვენ ყველანი ჯანსაღ პროდუქტს ვანიჭებთ უპირატესობას, აუცილებელია ნატურალური პროდუქტის შეღებილისაგან გარჩევა შეგვეძლოს.

თუმცა, ეს ძალზე რთულია ჭვავის პურის შემთხვევაში, რადგან ის ხორბლის პურისაგან განსხვავებით ბუნებრივადაც შეიძლება იყოს მუქი ყავისფერი შეფერილობის.

სურათზე: ჭვავის და ხორბლის შავი პურები

ჭვავის პურს კიდევ უფრო ამუქებს ალაო, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტია და პურს არომატისათვის ემატება.

სურათზე: ჭვავის პურები

როცა ამხელა მსგავსებაა "კოლერიანი" და ალაოიანი პურის ნაჭრების ფერში, როგორ გავარჩიოთ მომხმარებლებმა ჯანსაღი არაჯანსაღი პროდუქტისაგან?

თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კოლერიანი პურის ნაჭერი არაბუნებრივი ფერისაა. ის არ არიც არც მუქი რუხი და არც შავი, არამედ დაკრავს მოწითალო ფერი.

სურათზე: "კოლერიანი" და "უკოლერო" ჭვავის პურები

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა გადაუმოწმებელი ჰიპოთეზა, თითქოს შეიძლებოდა თბილ წყალში პურის ჩადებით გამოგვევლინა არაჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ ჩვენმა ცდამ გვიჩვენა, რომ „კოლერიანი“ პურის წყალში ფერს არ უშვებს.

სამწუხაროდ, კოლერს არც სპეციფიკური გემო აქვს, რომელიც მიგახვედრებდათ პურში მის არსებობას, ამიტომ, აუცილებელია კარგი დაკვირვება. მოწითალო ფერი პურში მიგანიშნებთ, რომ აღნიშნული პროდუქტი იღებება.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page