top of page

როგორ მოვამზადოთ პატარები სკოლისათვის

სექტემბერის დადგომასთან ერთად პატარების სასწავლო რეჟიმზე გადართვა მრავალი ოჯახისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ზაფხულის განმავლობაში პატარები მუდმივად გართობასა და თამაშზე ფიქრობენ, გვიან იძინებენ და კვების რეჟიმსაც გამუდმებით არღვევენ, თუმცა, აუცილებელია სწავლის დაწყებასთან ერთად მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა უმტკივნეულოდ გადაერთონ სასწავლო გრაფიკზე.


გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ პატარებს მაქსიმალურად გაუდვილდეთ სკოლაში დაბრუნება.

მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი

სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეცადეთ ბავშვები დააბრუნოთ ძილის ძველ რეჟიმზე, რაც ადრე დაძინებას და დილით ადრე გაღვიძებას ნიშნავს. თქვენს პატარებთან ერთად შეგიძლიათ ძილის წინ 1 საათით ფეხით გაისეირნოთ. იმის გარდა, რომ ეს მათთვის და თქვენთვისაც ძალიან სასარგებლოა, ისინი მალე დაიღლებიან და ადრეც სიამოვნებით დაიძინებენ. ამის გაკეთება სულ რამდენჯერმე მოგიწევთ და შეამჩნევთ, რომ პატარები უმტკივნეულოდ გადაერთვებიან ძილის ძველ, ზაფხულში მივიწყებულ რეჟიმზე.

ყურადღება მიაქციეთ საუზმეს

ზაფხულში მნიშვნელოვნად იცვლება კვების რაციონიც. იმის გარდა, რომ ბავშვები დღის დიდ ნაწილს შინ ატარებენ და როცა მოუნდებათ მაშინ წაიხემსებენ, ზაფხული გვანებივრებს სხვადასხვა ხილით, რომელსაც ბავშვები ხშირად საჭმლის მაგივრადაც იღებენ დღის განმავლობაში. სკოლაში დაბრუნებისას კი მათ 4-5 გაკვეთილზე უწევთ ყოფნა, რაც საკმაოდ დამღლელია. ნოყიერი და ჯანსაღი საუზმე მნიშვნელოვნად შეუწყობს პატარას ხელს ძალების მოკრებასა და მობილიზებაში.

გაემზადეთ წინა ღამით

სკოლის ჩანთის ჩალაგება, ტანსაცმლის გამზადება, ლანჩის გამზადება და სხვა. ყველაფერი, რისი გამზადებაც წინა ღამითაა შესაძლებელი, დროს დაგიზოგავთ თქვენც და თქვენს პატარასაც მეორე დილისათვის. ასე რომ, მიაჩვიეთ ბავშები მეორე დღისთვის მომზადებას, დასაწყისისთვის რამდენჯერმე დაეხმარეთ და დილაობით მათთვის აღარ იქნება რთული და დამღლელი სკოლაში წასვლამდე სათანადოდ მომზადება.

თქვენ რა ხერხებს მიმართავთ პატარების სასწავლო გრაფიკზე გადასართველად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page