როგორ დავამზადოთ საახალწლო აქსესუარები ჩვენით?
ახალი წელი სულ მალე გვეწვევა და საახალწლო სამზადისში უკვე აქტიურად ვართ ჩართულები. ძალიან ხშირად, ჩვენ საყვარელ ადამიანებს უფრო მეტად საკუთარი ძალისხმევით შექმნილი პატარა სათამაშოები ახარებთ ჩვენგან, ვიდრე შეძენილი.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს იმისათვის, რომ თქვენი ნაძვის ხისთვის და ახლობლების გასახარებლად თავად შექმნათ საახალწლო აქსესუარები.


1.გირჩი
სად გაგონილა ნაძვის ხე გირჩის გარეშე? არსებობს უამრავი ხერხი უბრალო გირჩის გასალამაზებლად. უახლოეს პარკში მოძებნეთ ლამაზი გირჩი, გაასუფთავეთ და გააფორმეთ შემდეგნაირად: წაუსვით გირჩს ბრჭყვიალა წებო, რომლის შეძენაც საკანცელარიო მაღაზიებში შეგიძლიათ, ან უბრალოდ წებო წაუსვით და ბრჭყიალა ფანტელში ამოავლეთ. აცადეთ გირჩს საფუძვლიანად გაშრეს და შემდეგ ბრჭყვიალების ფერის ანალოგიური ლენტით ჩამოსაკიდი გაუკეთეთ.



2. ნათურა
თუ ნათურა გადაგეწვათ, ნუ იჩქარებთ გადაგდებას, რადგან მისი საახალწლო ნაძვის ხის ბურთად გარდაქმნაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ ბრჭყვიალების გამოყენება, ან ნათურის გუაშებით მოხატვა, შემდეგ კი მისთვის უფერული ლაკის წასმა. თუ ლამაზი ფერებით საუცხოო კომპოზიციების შექმნა გიზიდავთ, შეგიძლიათ ნათურები ლამაზი თვლებითაც მორთოთ. გამოაბით ნათურას ჩამოსაკიდი და შემატეთ თქვენს ნაძვის ხეს კიდევ ერთი ბურთი.
3. წინდა
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თეთრი წინდით თოვლის ბაბუის საკმაოდ ლამაზი აქსესუარი შეგიძლიათ შექმნათ. ინსტრუქცია ძალიან მარტივი და სახალისოა.
