10 სახალისო ფაქტი პურის შესახებ

წარმოგიდგენიათ ცხოვრება პურის გარეშე? ვერც ჩვენ.

პური მართლაც უნიკალური პროდუქტია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ გააჩნია კულტურული საზღვრები. ის თითქმის ყველა რასის და ქვეყნის ცხოვრებაში გვხვდება როგორც სიცოცხლის, მშვიდობის სიმბოლო და უამრავ რელიგიურ ცერემონიაში მას თავის საპატიო ადგილი უჭირავს.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო და საინტერესო ფაქტს პურის შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

1. ძველ ბერძნებს უკვე ჰქონდათ პურის 80-ზე მეტი სახეობა.

2. ეგვიპტეში პური იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ხშირად გამოიყენებოდა როგორც ვალუტის ტიპი. ეგვიპტელები პურს ხშირად მიცვალებულებსაც ატანდნენ სამარხში.

3. მცხობელები ძლიერი საკრედიტო ბროკერები იყვნენ შუასაუკუნეების საფრანგეთში. ისინი ფულს ხშირად კრედიტის სახით იყენებდნენ. მეფე ლუი IV ამბობდა "ის, ვინც აკონტროლებს ერის პურს, არის უფრო დიდი მმართველი, ვიდრე ის, ვინც მათ სულებს აკონტროლებს."

4. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, გერმანიის დაპყრობისას ნაპოლეონმა თავისი ცხენისთვის შავი ჭვავის პურის ნაჭერი მოითხოვა, რომელიც შემდეგნაირად წარმოთქვა: “Pain pour Nicole". გერმანელებს აღნიშნული მოესმათ როგორც “Pumpernickel”. დღესდღეობით ჭვავის პურის ერთ-ერთი სახეობა სწორედ ამ სახელს ატარებს.

5. ბრიტანეთში ერთ-ერთი ძველი ტრადიციის მიხედვით, საახალწლო დღეებში ადამიანები კართან პურის ნაჭერს, ნახშირის ნატეხს და ვერცხლის მონეტს ტოვებენ. ძველი თქმულების თანახმად ეს მათ მოსავლიან წელს მოუტანს.

6. ძველად მცხობელებს აჯარიმებდნენ თუ მათი პურები შეპირებულზე დაბალი წონის იყო. ამიტომ, ჯარიმის თავიდან ასარიდებლად და თავის დასაზღვევად, ისინი დამატებით ერთ ნაჭერს აყოლებდნენ ყველა შეძენილ პურს. არსებობს მოსაზრება, რომ გავრცელებული გამოთქმა Baker's Dozen (მცხობელის დუჟინა, ანუ მცხობელის დუჟინა იყო 13 და არა 12) სწორედ აქედან იღებს სათავეს.

7. სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თუ გოგონა და ბიჭი ერთ ნაჭერ პურს შეჭამენ, მათ აუცილებლად შეუყვარდებათ ერთმანეთი.

8. კიდევ ერთი ცრურწმენის თანახმად, ცუდის ნიშანია როდესაც გამოუცხობ პურს ჭრიან.

9. ოდესმე დაინტერესებულხართ პიტა პურს რატომ აქვს ჯიბე? მიზეზი პიტა პურის ცხობის პროცესია. ის ორთქლზე ცხვება. მისი გაგრილებისას პური ავტომატურად იკეთებს იმ სახასიათო ჯიბეს, რომელსაც ადამიანები თავიანთი საყვარელი ინგრედიენტებით ავსებენ და მიირთმევენ.

10. მსახიობი ბეტი უაიტი საკმარისად დიდია იმისათვის, რომ ახსოვდეს სამყარო დაჭრილი პურის არსებობამდე. საქმე ისაა, რომ მსახიობი უკვე 95 წლისაა, აი დაჭრილმა პურმა კი მზის სხივი მხოლოდ 1928 წელს იხილა და არსებობის 89-ე წელს ითვლის.

წყარო

პოპულარული