top of page

რატომაა "ნატურამო" ყველაზე ჯანსაღი დიეტური პური?


რა არის გაღივებული მარცვლის პური?

გაღივებული მარცვლით მომზადებული პური ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ამერიკასა და ევროპაში, რადგან ის ყველაზე ჯანსაღ და დაბალკალორიულ პურის სახეობად ითვლება მთელ მსოფლიოში. ბოლო წლებში კი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების მხრიდან, მოთხოვნა მსგავსი ტიპის პურებზე სულ უფრო და უფრო იზრდება. ეს განპირობებულია იმითი, რომ გაღივების პროცესში მარცვალი ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების გამოყოფის ზენიტს აღწევს. გაღივებული მარცვლის პურეული კი, შესაბამისად ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი პურია მათთვის, ვისთვისაც პურის ხარისხი მნიშვნელოვანია.


"იფქლის" მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი, გაღივებული მარცვლისაგან მომზადებული პურის წარმოების ტექნიკას პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოგვიანებით კი ევროპაშიც, გაეცნო. კომპანიაში საჭირო მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ კი "ნატურამოს" წარმოება დაიწყო.


მაინც რას ნიშნავს მარცვლის გაღივება?

გაღივებული ხორბლის მარცვლის პურის მომზადება საკმაოდ შტომატევადია და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, მთელ მარცვალს წყალს ასხამენ და გარკვეული დროით წყალში აჩერებენ, რათა მარცვალმა გაღივება დაიწყოს. მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს რამდენ ხანს უნდა დაყოს მარცვლეულმა წყალში და გაღივების პროცესი დროულად შეწყდეს, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში მარცვლები პურის საწარმოებლად უვარგისი ხდება. მხოლოდ ზუსტი კალკულაციების საფუძველზე მიიღება იდეალური გაღივებული ხორბლის პური, რასაც „იფქლში“ თანამედროვე ლაბორატორიის წყალობით წარმატებით ვართმევთ თავს.


გაღივებული ხორბლის მარცვლები მოგვიანებით შრება და ტრადიციული გაცრისაგან განსხვავებით, უხეშად იღერღება. გამომცხვარ პურში მომხმარებელი იღებს მარცვლის გარსიანად მომზადებულ პურს, რაც განასხვავებს "ნატურამოს" სხვა პურებისაგან და მას უნიკალურ სასარგებლო თვისებებს ანიჭებს. ცხობის წესიდან გამომდინარე, განსხვავებულია ნატურამოს სტრუქტურაც. პურის ნაჭრები შეიცავს უხეშად დაღერღილ მარცვლებს, რაც მას განსაკუთრებულ გემონურ თვისებებს ანიჭებს


როგორია "ნატურამოს" კალორიები? პურის სტრუქტურიდან გამომდინარე „ნატურამო“ დაბალკალორიული და დიეტური ნაწარმია. „ნატურამოს“ ლაბორატორიული კვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც უწყებამ „იფქლს“ სპეციალური ნებართვა (№01/1672. 11/01/2017) მიანიჭა დიეტური პურის წარმოებისათვის. 100 გრამ პროდუქტში "ნატურამოს" კალორიები მხოლოდ 181.3 კკალ-ს შეადგენს.


შესაძლებელია "ნატურამოს" დიაბეტიანთა კვებაში გამოყენება?

„ნატურამოს“ მოხმარება დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. როგორც დიეტურზე, ისევე დიაბეტურზე, კომპანიას აღნიშნული წარწერის გამოყენებაზე თანხმობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მისცა.

რა უპირატესობები აქვს "ნატურამოს" სხვა პურებთან შედარებით?

“ნატურამოს“ სხვა პურებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს.

  • ამ მეთოდით მომზადებული პური შეიცავს მეტ E და B ვიტამინებს;

  • მის შემცველობაშია ასევე რკინა და თუთია;

  • მხოლოდ გაღივების პროცესით ხერხდება პურში ფითინის მჟავას გარკვეულწილად დაშლა, რაც ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების შეთვისებას აიოლებს.

  • გაღივებული მარცვლით დამზადებული პური, ბოჭკოვანი უჯრედისის შემცველობის გამო, ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებას;

  • დაბალი კალორიულობის გამო, ის ასევე დაგეხმარებათ წონის კონტროლში;

  • მარცვლის გაღივების დროს ბუნებრივად მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი შლის მასში არსებულ შაქარს (სახამებელს) უფრო მარტივ შაქრებად. ეს, ერთის მხრივ, აადვილებს ორგანიზმის მიერ საკვების მონელებას და მთავარი, შაქრის შეცვლილი ფორმა არ იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სწრაფ მომატებას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ ან მიდრეკილების მქონე ადამიანებისთვის;

  • ასეთი პური შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ჯანსაღ ცხიმებს, რაც აუცილებელია ორგანიზმისათვის;

  • იმის გამო, რომ მარცვლის გაღივებისას ხორბალში არსებული ნახშირწყლები ფორმას იცვლის, ცხიმები იშლება, წყლის აქტივობა მცირდება და პურის ცხობის პროცესში ფქვილი გამოყენებული არ არის, ის უფრო დიდხანს ინახება, არ იფშხვნება ზედმეტად და დიდხანს ინარჩუნებს არომატულ გემოს.


სად შეიძლება ნატურამოს შეძენა და რა ღირს?

„ნატურამოს“ შეძენა მომხმარებლებს თბილისის მაღაზიებში 1 ლარად უკვე შეუძლიათ.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page