top of page

დარიჩინი და დიეტა

დარიჩინის სასარგებლო თვისებები

დარიჩინი მდიდარია რკინით, კალციუმით და უჯრედისით. მას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების განსაკურნად. დარიჩინი ამცირებს თქვენს სისხლში ე.წ. ცუდი ქოლესტერინის რაოდენობას, მაშინ, როდესაც არ ეხება „კარგ“ ქოლესტერინს. რადგან დარიჩინს მოტკბო გემო აქვს, ის ადამიანს ტკბილის მიღებაშიც ეხმარება, თანაც ისე, რომ სხვა ტკბილეულობისგან განსხვავებით ჯანმრთელობისათვის საზიანო სულაც არაა.

ქმნის ნოყიერების განცდას - დარიჩინის მიღებისას დიდხანს გყვებათ განცდა, რომ დანაყრებული ხართ. ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს გაქვთ ეს შეგრძნება, მით უფრო გვიან გინდებათ საკვების მიღება.

ბუნებრივი მომნელებელია - დარიჩინი ეხმარება თქვენს ორგანიზმს საკვების უკეთ მონელებაში.

დარიჩინი ადამიანს აფხიზლებს და კონცენტრაციაში ეხმარება - კვლევები აჩვენებენ, რომ დარიჩინი ადამიანს უფრო კონცენტრირებულს და მობილიზებულს ხდის. კარგი ხასიათი კი ვარჯიშის და აქტივობის წინაპირობაა.

ათავისუფლებს ორგანიზმს ბაქტერიებისგან - დარიჩინი ძლიერი ანტიბაქტერიული საშულებაა, რომელიც თქვენს კუჭს ბაქტერიებისაგან ათავისუფლებს.

დარიჩინი გემოთიც უნიკალურია, ამიტომ, მისი დამატება თითქმის ყველა კერძზე შეიძლება. ის კერძს განსაკუთრებულ არომატს, თქვენს ორგანიზმს კი ვიტამინებს აძლევს.

დარიჩინი წონაში დასაკლებად

წონაში დასაკლებად დარიჩინს ყველაზე ხშირად ჩაისთან ერთად იღებენ. მოხარშეთ დარიჩინის ჩხირები და მცენარეულ ჩაისთან შეზავებული დალიეთ დღის განმავლობაში რამდენჯერაც გსურთ. დარიჩინის არომატი იმდენად სასიამოვნოა, რომ უშაქრობას ჩაიში ნამდვილად ვერ იგრძნობთ. ხშირად, დარიჩინს ყავაშიც ამატებენ.

თუ ჩაის მოყვარული არ ხართ, ერთი ჩაის კოვზი დაფხვნილი დარიჩინი ყოველდღიურად შეიძლება საჭმელში დაამატოთ, მაგალითად, დილით საუზმისას ფაფას.

რა თქმა უნდა, მხოლოდ დარიჩინით წონაში დაკლება არარეალური მიზანია, მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვისა და სწორი კვების შემთხვევაში დარიჩინი წონაში კლებას საგრძნობლად უწყობს ხელს.

თქვენ თუ იცოდით დარიჩინის ამ თვისებების შესახებ? რამდენად ხშირად ამატებთ თქვენ საკვებს დარიჩინს?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page