"იფქლის" პასკები უკვე იყიდება!
- Mar 30, 2015
- 1 min read

ბევრი თქვენგანი უკვე მოუთმენლად ელის, ამიტომ, კომპანია „იფქლი“ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის კვლავ გთავაზობთ საფირმო რეცეპტით დამზადებულ უგემრიელეს პასკებს.
„იფქლის“ ქიშმიშიანი პასკები უმაღლესი ხარისხის ფქვილით და სხვადასხვა სახის სანელებლებით მზადდება, რაც ხდის კიდეც მას ასეთ გემრიელს და განუმეორებელს.
წელს მომხმარებლებს კომპანიის მიერ წარმოებული სამი ზომის პასკის ხელმისაწვდომ ფასად შეძენება შეეძლებათ. დიდი პასკის (650 გ) ფასი 4 ლარს შეადგენს, საშუალოსი (340 გ) - 2.50, პატარა პასკა (240 გ) კი მხოლოდ 1.50 ეღირება.
ყველას წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
Comments