top of page

სიმინდის ნაყინის სენდვიჩი

ზაფხული ნაყინის სეზონია. გიცდიათ ნაყინი-სენდვიჩის დამზადება? ეს ადვილია. გაჭერით „იფქლის“ ფუნთუშა ან „იფქლის“ ბიგმაგი ჰორიზონტალურად და ჩაამატეთ გულში ნაყინი. თქვენი ნაყინი სენდვიჩი უკვე მზადაა.

მათ კი, ვისაც სამზარეულოსი არ გეშინიათ და ისეთი ნაყინის დაგემოვნება გნებავთ, რომელსაც მაღაზიებში ვერ იყიდით, გთავაზობთ ძალიან გემრიელ რეცეპტს:

საჭირო ინგრედიენტები:

3 თავი სიმინდის მარცვალი

2 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა დაფქვილი შაქარი

6 კვერცხის გული

½ ჩაის კოვზი მარილი

1 ჩაის კოვზი ვანილი

„იფქლის“ მრგვალი ფუნთუშა ან მრგვალი ბიგმაგი

მომზადების წესი:

  • მოათავსეთ სიმინდის გაცლილი მარცვლები, ტარი, ნაღები, რძე და ნახევარი შაქარი საშუალო ზომის თასში და ადუღეთ გაზზე სანამ შაქარი კარგად არ გადნება. ეს დაახლოებით 5 წუთი გასტანს.

  • შემდეგ თასი გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ მასას გაციება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

  • ამოიღეთ სიმინდის ტაროები, მასა კარგად გაწურეთ, რომ სიმინდის ნაწილები არ შეყვეს და ბლენდერში ადღვიბეთ.

  • დააბრუნეთ მასა ისევ თასში და ცეცხლზე დადგით, რომ იდუღოს.

  • საშუალო ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გულები, დარჩენილი შაქარი და მარილი. კარგად ურიეთ მასას მიქსერით, სანამ ის ერთგვაროვანი არ გახდება.

  • ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხის გულების მასა მეორე თასში არსებულ მასას და ურიეთ.

  • დაამატეთ ვანილი, აცადეთ მიღებულ მასას გასქელდეს, დავიდეს ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ გადაიტანეთ სპეციალურ ფორმებში.

  • მაცივარში შედგით და გაყინეთ 8-12 საათის განმავლობაში.

გაჭერით „იფქლის“ ფუნთუშა ან ბიგმაგი, მოათავსეთ ნაყინი მის გულში და გემრიელად მიირთვით.

თქვენ თუ დაგიმზადებიათ ნაყინი?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page