top of page

რა ოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?


ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 50%-დან 75%-მდე წყალია, ამიტომ, ბუნებრივია, წყლის ყოველდღიურად საკმარისი ოდენობით მიღება მნიშვნელოვანია.

ყოველდღიურად ჩვენ ვკარგავთ წყლის მარაგს, სუნთქვისას, მოძრაობისას თუ საკვების გადამუშავებისას. თუ ორგანიზმმა წყლის დანაკლისი არ შეივსო, გაუჭირდება ტვინისთვის სისხლის მიწოდება, ეს კი, რა თქმა უნდა, საშიშია.

და მაინც, რამდენი ჭიქა წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურად? ამ კითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი. ეს დამოკიდებულია გარემოზე, ადამიანის ასაკზე, სქესსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ზრდასრულმა მამაკაცმა დღეში დაახოებით 12 ჭიქა სითხე უნდა მიიღოს, ქალმა კი 8 ჭიქა.

წყლის მიღების დადებითი მხარეები

ორგანიზმში სითხის ბალანსი წყალი აბალანსებს ორგანიზმში სითხეს. ამით ის არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს მონელებას და სისხლის მოძრაობას.

სუფთა კანი გარკვეული ტოქსინები სხეულში ამწვავებენ სახის კანის მდგომარეობას, რაც გამონაყარით და აკნეთი ვლინდება. წყალი ტოქსინების გავლენას სახის კანზე მნიშვნელოვნად ამცირებს.

ავადმყოფობასთან ბრძოლა თუ ორგანიზმს აქვს საკმარისი ოდენობის წყალი, ის ბევრად უფრო ადვილად გაუმკლავდება ნებისმიერი სახის დაავადებას.

გონების მობილიზება ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გამოცდაზე წყალს სვამდნენ, უკეთესი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც გამოცდას თავაუღებლად წერდნენ.

მეტი ენერგია წყალი ენერგიას მატებს ადამიანს. დეჰიდრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კი დაღლაა. ამიტომ, შემდეგში, სანამ ყავას გაიმზადებდეთ, იქნებ ცადოთ წყლის ძალა.

წყალი თავის ტკივილის სამკურნალოდ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც შაკიკი აწუხებთ, თითქმის სრულიად ეხსნებოდათ თავის ტკივილი ორი დიდი ჭიქა წყლის მიღების შემდეგ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თავის ტკივილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ დეჰიდრაციაა.

კალორიების კონტროლი დაივიწყეთ სხვა დიეტური ხრიკები - წყლის მიღებაც საკმარისია იმისათვის, რომ წონა აკონტროლოთ. მრავალი კვლევა ადასტურებს კავშირს წყლის მიღებასა და წონაში კლებას შორის. საიდუმლო? - წყალი ადამიანებს დანაყრების განცდას უქმნის და ორგანიზმი ნაკლებ საკვებს, ანუ ნაკლებ კალორიას ითხოვს.

განწყობა წყლის საკმარისი ოდენობით მიღება აისახება თქვენს გუნება-განწყობაზეც.

თქვენ რამდენ ჭიქა წყალს იღებთ დღეში საშუალოდ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page