top of page

რა არის ანტიოქსიდანტი?

ანტიოქსიდანტი მოლეკულაა, რომელიც აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავება ორგანიზმს თავადვე შეუძლია.

მართალია, რომ ანტიოქსიდანტები, მინერალები, ბოჭკოვანი უჯრედისი და სხვა ნივთიერებები რომლებსაც ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული შეიცავს, ორგანიზმს დაავადებებისაგან იცავს, თუმცა დიდი დოზით დამატებით ანტიოქსიდანტების მიღება განსაკუთრებულ შედეგებს ვერ გამოიღებს.

ნივთიერებებს შორის, რომლებიც მავნე თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, ყველაზე გავრცელებულებია ვიტამინი A, ვიტამინი C, ვიტამინი E, სელენი, ფლავონოიდები, ლიგნანი და ლუტეინი.

როგორ მივიღო საჭირო ანტიოქსიდანტების რაოდენობა

საჭირო ვიტამინების და მინერალების მეშვეობით, თქვენ მიიღებთ ანტიოქსიდანტებს.

  • ვიტამინი E - თხილი, მარცვლეული, ბოსტნეული და მცენარეული ზეთი.

  • ვიტამინი C - ციტრუსები, პომიდორი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და მარწყვი.

  • ვიტამინი A - გარგარი, ნესვი, ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტოდა შავი ქლიავი.

  • სელენი -კაკალი, თევზი, წითელი ხორცი, მარცვლეული, კვერცხი, ნიორი და რძე.

  • ფლავონოიდები - სოიო, წითელი ღვინო, ბროწეული, მოცვი, მოცხარი და ჩაი.

  • ლიგნანი - სელის თესლი, ქერი, ჭვავი, მთლიანი მარცვლისაგან დამზადებული პურეული და შვრია.

  • ლუტეინი - კივი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ჩაი და ბროკოლი.

თქვენ რა იცით ანტიოქსიდანტების შესახებ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page