top of page

10 ხერხი ძველი პურის გამოსაყენებლად

საქართველოში პური ნომერ პირველი მოხმარების პროდუქტია და გასაკვირი არაა, რომ ყველა ოჯახში დგება საკითხი: რა ვუყოთ დარჩენილ, დაძველებულ პურს?

სანამ მის გადაყრას იჩქარებდეთ, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, თუ როგორ შეიძლება დაძველებულ პურს გემრიელი დანიშნულება მოუძებნოთ.

1. განაახლეთ გაახვიეთ ძველი პური ფოლგაში და გაზქურაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეათბეთ. ის ახალივით იქნება, რბილი და ფაფუკი.

2. გამოიყენეთ ინგრედიენტად არსებობს ძალიან ბევრი რეცეპტი, სადაც ერთ-ერთი შემადგენელი ინგრედიენტი პურია. ამ შემთხვევებში ძველი პურის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.

3. გაყინეთ თუ დაძველებული პური ჯერ არაფერში გჭირდებათ, გაახვიეთ პოლიეთილენის პარკში და საყინულეში შეინახეთ. პური ასე ძალიან კარგად შეინახება მანამ, სანამ დანიშნულებას მოუძებნით.

4. გააკეთეთ საფანელი გამომშრალი, გამაგრებული პური შეგიძლიათ ძალიან წვრილად დაფშხვნათ და სახლში დამზადებულ საფანელს მიიღებთ, რომელიც გამოგადგებათ სხვადასხვა კერძების მომზადებისას.

5. გააკეთეთ „სუხარი“ მანამ, სანამ პური საბოლოოდ გამოშრება, დაჭერით ის საშუალო ზომის კუბიკებად ან ნაჭრებად, გამოაშრეთ და კერძებთან ერთად გემრიელად მიირთვით სახლში დამზადებული „სუხარი“.

6. გამოიყენეთ კრემ-სუპებისათვის ძველი პური შეიძლება კარტოფილის შემცვლელი იყოს სქელი კრემსუპებისათვის. სუპთან ერთად პურის რამდენიმე ნაჭერი დააბლენდერეთ და მიირთვით უფრო სქელი და ნოყიერი წვნიანი.

7. მიირთვით სოუსთან და საწებელთან ერთად ძველი, გამომშრალი პური ძალიან გემრიელია სხვადასხვა სოუსებსა და საწებელებში ჩასაწობად. ორცხობილა გაიჟღინთება განსაკუთრებული წვენით და არომატით, მაგრამ ის ადვილად არ დაიფშხვნება.

8. შეინარჩუნეთ ბოსტნეული ერთი ან ორი ნაჭერი ძველი პურის ნაჭერი მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში მოათავსეთ. ეს დაიცავს ბოსტნეულს დალპობისაგან. პურის ნაჭრები ყოველ ორ დღეში ერთხელ შეცვალეთ.

9. გამოკვებეთ მცენარეები წვრილად დაფშხვნილი ძველი პური მიწას ტენიანობას მატებს. ქოთანში ჩარგული მცენარეების მიწას დაუმატეთ პურის მარცვლები და მცენარეებს არსებობის უკეთეს პირობებს შეუქმნით.

10. გაართეთ ოთხფეხა მეგობარი შეგიძლიათ მორჩენილი პური ძაღლს საკვებში გაურიოთ. ის კარგად გამაგრებული, ძვლის ფორმის პურით ძალიან კარგად გაირთობს თავს.

თქვენ რა დანიშნულებას უძებნით ძველ პურს?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page