ქეშიუს სოუსი


ინგრედიენტები:

1 ჭიქა ქეშიუ

1/2 ჭიქა გამომშრალი პომიდორი

1/4 ჭიქა წყალი

5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩაის კოვზი მარილი

წვრილად დაჭრილი ნიორი გემოვნებით

2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი

1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი

1/2 ჭიქა წითელი ხახვი

მომზადების წესი:

ქეშიუს მარცვლები 2 საათით ადრე წყლიან ჯამში დაალბეთ. გამომშრალი პომიდვრის ნაჭრებს ცხელი წყალი დაასხით, რომ დარბილდნენ. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ წყალი. ამის შემდეგ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში კარგად დააბლენდერეთ, დაახლოებით 1-3 წუთის განმავლობაში. სოუსი გადაიტანეთ კონტეინერში და მაცივარში შეინახეთ.

პოპულარული