კიტრისა და იოგურტის სოუსი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა წვრილად დაჭრილი გაფრცქვნილი კიტრი
3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი ძმარი ბალზამიკო
1/4 ჩაის კოვზი მარილი
1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი
1/8 ჩაის კოვზი კამას სუნელი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ადღვიბეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. სოუსი მაცივარში შეინახეთ და გამოიყენეთ სხვადასხვა სალათებზე გემოვნებით.