top of page

ვაშლის ვარდები


ინგრედიენტები:

  • საკონდიტრო ცომი

  • 2 ცალი მოზრდილი, წითელი, ტკბილი ვაშლი

  • ნახევარი ლიმონის წვენი

  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი

  • 3 სუფრის კოვზი გარგარის მურაბა

  • დარიჩინი (გემოვნებით)

  • შაქრის პუდრა

მომზადების წესი:

გაამზადეთ ჯამი წყალთან და ლიმონის წვენთან ერთად. თხლად დაჭრილი ვაშლის ნაჭრები ჩააწყვეთ წყლიან და ლიმონისწვენიან ჯამში. 3 წუთის განმავლობაში ღუმელში შედგით, რომ ვაშლის ნაჭრები დარბილდეს. გადაწურეთ ვაშლის წყალი და აცადეთ გაშრობა. ამასობაში საკონდიტრო ცომი გრძელ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით. (როგორც ვიდეოში)

გარგარის მურაბას მცირე ზომის ჯამში დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და ღუმელში რამდენიმე წუთით შედგით, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს და ადვილად წაესვას ცომს. ცომის ნაჭრებს წაუსვით გარგარის მურაბის წვენი, დაალაგეთ მასზე ვაშლის ნაჭრები (სურვილისამებრ ნაჭრებს დაუმატეთ დარიჩინი) და გადაახვიეთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. მოათავსეთ ვაშლის ვარდის ნაჭრები სპეციალურ ფორმებში და ღუმელში 190 გრადუსზე გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

გაციებულ ნაჭრებს მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page