მშვიდობის დღის ნამცხვარი
21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სპეციალურ ნამცხვარსაც აცხობენ, რომელსაც მშვიდობის ნამცხვარს უწოდებენ და როგორც წესი, ამ დღეს საყვარელ ადამიანებს სწორედ ამ ნამცხვრით უმასპინძლდებიან.

ინგრედიენტები:
1 1/4 ფქვილი
1/3 ჭიქა კაკაო
1/2 ჩაის კოვზი სოდა
11 სუფრის კოვზი კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე)
2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1/4 შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილი
1/4 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
140 გრამი შოკოლადი
მომზადების წესი:
ფქვილი, კაკაო და სოდა საშუალო ზომის თასში აურიეთ. ცალკე თასში მიქსერით კარგად ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ მას შაქარი, ვანილი და მარილი. თქვიფეთ მასა დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მასას ფქვილთან შერეული ყველა მშრალი ინგრედიენტი და წვრილად დაჭრილი შოკოლადი. გაყავით ცომი ორ ნაწილად. შეახვიეთ ცომი ქაღალდში და გააჩერეთ მინიმუმ სამი საათის განმავლობაში.
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსამდე, ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ცომის მასიდან ქაღალდზე გადაიტანეთ თანაბარი ზომის ცომის ბურთულები და გამოაცხვეთ 11-12 წუთის განმავლობაში. ბურთულები გაბრტყელდება და გამოშრება. აცადეთ მათ გაციება და გემრიელად მიირთვით.