ავოკადოსა და კვერცხის ტოსტი
ინგრედიენტები
2 ცალი კვერცხი
2 ცალი "იფქლის" ტოსტის პური
1 პატარა ავოკადო
ჩაის კოვზი ლაიმის წვენი
მარილი და შავი პილპილი (გემოვნებით)
ოხრახუში (გემოვნებით)

მომზადების წესი:
გაჭერით ავოკადო, ამოიღეთ შიგთავსი და კარგად გააზავეთ ლაიმის წვენში, პილპილსა და მარილში. შეწვით კვერცხი, წაუსვით შეზავებული ავოკადოს მასა ტოსტის პურებს, დაადეთ შემწვარი კვერცხი, გემოვნებით მოაყარეთ ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!