სალათის სოუსი ლიმონის წვენით
- Mar 2, 2016
- 1 min read

ინგრედიენტები:
1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 მოზრდილი ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი თაფლი
1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 პატარა ნივრის თავი წვრილად დაჭრილი
მომზადების წესი:
მცირე ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ინგრედიენტები. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში და გამოყენებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ. მისი გამოყენება მრავალ სალათზე შეგიძლიათ.
Comments