რა უნდა ვიცოდეთ ომეგა 3-ის შესახებ
მართალია, ხშირად ცხიმებს ვერიდებით, მაგრამ არსებობს სასარგებლო და ორგანიზამისათვის აუცილებელი ცხიმი - ომეგა 3. ის ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც თევზში, თხილში და თესლებში გვხვდება. ომეგა 3-ს თქვენი ორგანიზმისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. მისი მიღების აუცილებლობას ისიც განაპირობებს, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მისი დამოუკიდებლად წარმოება.

ომეგა 3-ის დადებითი თვისებები
ომეგა 3 გულის დაავადებების რისკს ამცირებს და არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
სხვადასხვა დაკვირვებები ასევე აჩვენებს, რომ ომეგა 3 არის ანტიარითმიული, ანტი-თრომბოზული, ანტი-ათეროსკლეროზული და ანთების საწინააღმდეგო.
ომეგა 3 ხელს უწყობს გონების განვითარებას, ებრძვის დეპრესიას და მეხსიერების შესუსტებას.
თუკი პრობლემური სახის კანი გაქვთ, მაშინ თქვენთვის ომეგა 3-ის მიღება ძალიან კარგი იქნება, რადგან ომეგა 3-ის ცხიმები დაგეხმარებათ გამონაყარის მოშორებაში.
იცით, რამდენი ომეგა 3 გჭირდებათ?
სხვადასხვა ასაკში ომეგა 3-ის მიღების სხვადასხვა დოზებია რეკომენდებული.
ბიჭები და გოგონები
1–3 50 მგ/დღეში 40 მგ/დღეში
4–8 80 მგ/დღეში 55 მგ/დღეში
ბიჭები
9–13 100 მგ/დღეში 70 მგ/დღეში
14–18 120 მგ/დღეში 125 მგ/დღეში
გოგონები
9–13 80 მგ/დღეში 70 მგ/დღეში
14–18 80 მგ/დღეში 85 მგ/დღეში
მამაკაცები 130 მგ/დღეში 160 მგ/დღეში
ქალბატონები 80 მგ/დღეში 90 მგ/დღეში
ომეგა 3-ით მდიდარი საკვები
გაეცანით ომეგა 3-ით მდიდარ პროდუქტებს და შეიყვანეთ ისინი თქვენს საკვებ რაციონში.
