top of page

სმუზი - ზაფხულის გემრიელი და დაბალკალორიული სასმელი

თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ხილს ვერ იღებთ, სმუზები საუკეთესო არჩევანია ხილის ყოველდღიურ რაციონში ჩასასმელად. მათი მომზადება ძალიან მარტივია, მხოლოდ ხილი და რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. რაც მთავარია, დღეს შემოთავაზებული ხილის სმუზები 250 კილოკალორიაზე ნაკლებს შეიცავენ!

ავოკადოსა და მარწყვის სმუზი

• ½ ჭიქა დაჭრილი ავოკადო

• 150 გრამი მარწყვი

• 4 სუფრის კოვზი დაბალკალორიული იოგურტი

• 200 მლ რძე

• ლიმონის წვენი გემოვნებით

• თაფლი გემოვნებით

ყველაფერი ერთად მოათავსეთ ბლენდერში და ადღვიბეთ. თუ მიღებული მასა ზედმეტად სქელი იყო, შესაძლებელია წყლის დამატება.

მანგოს სმუზი

• ½ ჭიქა 1%-იანი დაბალკალორიული რძე

• 1 ჭიქა დაბალკალორიული იოგურტი

• 1 სუფრის კოვზი თაფლი

• ილის (კარდამონის) სუნელი

• 2 ჭიქა დაჭრილი მწიფე მანგო (სასურველია გაყინული)

მოათავსეთ პირველი ოთხი ინგრედიენტი ბლენდერში და მათი კარგი დამუშავების შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ მანგო.

ბანანის სმუზი

• ½ ჭიქა ყინული

• ჭიქის მეოთხედი მარწყვი

• 1 ჭიქა ლურჯი მოცხარი

• ¼ ჩაის კოვზი ვანილი

• 1 საშუალო ზომის მწიფე ბანანი

ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ ბლენდერში და მანამ დღვიბეთ, სანამ ერთგვარ მასას არ მიიღებთ.

თქვენ რომელი ხილის სმუზი გიყვართ განსაკუთრებით? რამდენად ხშირად მიირთმევთ?

პოპულარული
შემოგვიერთდით
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • LinkedIn App Icon
  • SoundCloud App Icon
  • Instagram App Icon
უახლესი
bottom of page