

ბანანის სენდვიჩი
ინგრედიენტები: 2 ცალი ბანანი (სიგრძეზე გაჭრილი)
4 ნაჭერი "იფქლის" ტოსტის პური
2 ცალი კვერცხი 1/2 ჭიქა რძე 1/2 ჩაის კოვზი ვანილი 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი მწიკვი მარილი 1 სუფრის კოვზი კარაქი გემოვნებით შაქარი ან დამატკბობელი მომზადების წესი: ჯამში ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, რძე, ვანილი, დარიჩინი და მარილი. პურის ნაჭრები რამდენიმე წუთით ჩაალბეთ მასაში, სანამ კარგად არ გაიჟღინთება. ამასობაში ცხელ ტაფაზე კარაქი გაადნეთ და პურები დაალაგეთ შესაბრაწად. როგორც კი ყავისფრად შეიბრაწება


პურის შენახვის ორიგინალური იდეები
პურის სწორად შენახვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მან საჭირო დრო გაძლოს გემოს ცვლილების გარეშე. თუმცა, შესაძლებელია პურის შესანახი ადგილი ერთდროულად სწორად შერჩეული და ორიგინალურიც იყოს. გთავაზობთ რამდენიმე იდეას.


კეშიუს სოუსი სალათებისათვის
ინგრედიენტები: 1 ჭიქა კეშიუ 1/4 ჭიქა ნუშის რძე 1 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში 3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი მარილი გემოვნებით მომზადების წესი: კეშიუ ერთი ღამით მაცივარში, წყლით სავსე ჯამში დატოვეთ, რომ კარგად დალბეს. მეორე დღეს გადაწურეთ წყალი და ბლენდერში ცოტაოდენ წყალთან ერთად 1-2 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ. დაამატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და რამდენიმე წუთით დააბლენდერეთ. სოუსი მ


თაფლისა და მდოგვის სოუსი
ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა უცხიმო იოგურტი (ვეგანებს შეუძლიათ ქოქოსის იოგურტით ჩანაცვლება) 2 სუფრის კოვზი მდოგვი 1 1/2 სუფრის კოვზი თაფლი 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი მომზადების წესი: თასში იმდენხანს ურიეთ ყველა ინგრედიენტს, სანამ კარგად შეზავებულ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ შუშის ბოთლში გადაასხით გარნირი და მაცივარში შეინახეთ. სოუსი ძალიან არომატული და გემრიელი დანამატია სალათებისთვის.


ყველის, კვერცხის ცილის და ისპანახის სენდვიჩი
ინგრედიენტები: "იფქლის" ტოსტის პური 2 კვერცხის ცილა პომიდვრის მოზრდილი ნაჭერი ისპანახის ფოთლები 2 სუფრის კოვზი ავოკადო 1 ყველის მოზრდილი ნაჭერი 1 ჩაის კოვზი კარაქი მომზადების წესი: კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მარილით, პილპილით და მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში შეწვით. პურის ნაჭრებს წაუსვისთ კარაქი, ავოკადო და სურვილისამებრ მდოგვი. დაამატეთ მას შემწვარი კვერცხი, პომიდვრის ნაჭრები, ყველი და ისპანახის ფოთლები. შეათბეთ სენდვიჩი რამდენიმე წუთი, სანამ ყველი ოდნავ არ გადნება.


კიტრის სალათა
ინგრედიენტები: 1 ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა 2 თავი ნიორი, წვრილად დაჭრილი 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკის სუნელი 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 2 ცალი კიტრი, ძალიან თხლად დაჭრილი 4 სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი მარილი და შავი პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: დაჭრილი მწვანე წიწაკა და ნიორი საშუალო ზომის თასში აურიეთ. დაამატეთ მას სამი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. დაამატეთ მას თხლად დაჭრილი კიტრი, ქინძი და კარგად მოურიეთ. სურვილი


ქათმის სალათა ვაშლის ნაჭრებზე
ინგრედიენტები: 500 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, კუბიკებად დაჭრილი
1/2 ჭიქა დაჭრილი ნიახური 1/2 მოხალული ნიგოზი ან მიწის თხილი მარილი გემოვნებით 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი მწვანე ხახვი გემოვნებით 1/2 ჭიქა მაიონეზი 4 ცალი მწვანე ვაშლი მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი მოზრდილი ზომის თასში ერთმანეთში კარგად აურიეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი ან პილპილი. აიღეთ მწვანე ვაშლი, დაჭერით საშუალო ზომის სისქის რგოლებად, მასზე გადაიტანეთ სალათა და "იფქლის" პურ-ფუნთუშეულთან ერთად გემრი


ბეკონისა და კვერცხის სენდვიჩი
ინგრედიენტები: "იფქლის" მრგვალი ბიგმაგი ბეკონის თხელი ნაჭერი 1 1/2 კომბოსტო კალე, წვრილად დაჭრილი 1 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი 1/4 ჩაის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1 მოზრდილი კვერცხი მომზადების წესი: ბიგმაგს წაუსვით მაიონეზი ან კარაქი სურვილის შემთხვევაში. საშუალო ზომის ტაფაში შებრაწეთ ბეკონის თხელი ნაჭერი, რამდენიმე წუთში გადმოიღეთ თეფშზე და მოასხით თეთრი ღვინის ძმარი. ტაფას წაუსვით ზეითუნის ზეთი და ნიორთან ერთად კომბოსტა კალე მოშუშეთ. კომბოსტოს


წითელი წიწაკის როლი
ინგრედიენტები: 1 დიდი შაურმის პური 1/4 ჭიქა შემწვარი წითელი წიწაკა 1/2 ჭიქა ისპანახი 1/4 ჭიქა შუაზე გაჭრილი ქამა სოკო 1/4 ჭიქა თხლად დაჭრილი კიტრი 2 სუფრის კოვზი თხის ყველი 2 სუფრის კოვზი ყველი ფეტა 2 სუფრის კოვზი შუაზე გაჭრილი მწვანე ზეთისხილი 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი მომზადების წესი: დიდი მრგვალი ზომის ტაფა გაახურეთ და ლავაში რამდენიმე წამის განმავლობაში შეათბეთ. გადმოიღეთ ლავაში, გაშალეთ და გულში თხის ყველი, ყველი ფეტა, სოკო, მწვანე ხახვი და წითელი წიწაკ