

ჯანსაღი კვების კალენდარი
საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადება ყოველდღიურად დიდ დროს გვართმევს. ხშირად, მოფიქრებული არც გვაქვს რა მოვამზადოთ და არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თუ რა პროდუქტი გვაქვს მოცემულ მომენტში მაცივარში. ჯანსაღ კვებაზე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაში ჯანსაღი კვების კალენდარი დაგეხმარებათ. ამისათვის საჭიროა, მხოლოდ ერთ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაწეროთ ყველასათვის საყვარელი კერძები სხვადასხვა დღეებზე. ცხრილის შედგენისას გაითვალისწინეთ ჯანსაღი კვებისათვის რეკომენდირებუ


სიმინდის ნაყინის სენდვიჩი
ზაფხული ნაყინის სეზონია. გიცდიათ ნაყინი-სენდვიჩის დამზადება? ეს ადვილია. გაჭერით „იფქლის“ ფუნთუშა ან „იფქლის“ ბიგმაგი ჰორიზონტალურად და ჩაამატეთ გულში ნაყინი. თქვენი ნაყინი სენდვიჩი უკვე მზადაა. მათ კი, ვისაც სამზარეულოსი არ გეშინიათ და ისეთი ნაყინის დაგემოვნება გნებავთ, რომელსაც მაღაზიებში ვერ იყიდით, გთავაზობთ ძალიან გემრიელ რეცეპტს: 3 თავი სიმინდის მარცვალი 2 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები 1 ჭიქა რძე 1 ჭიქა დაფქვილი შაქარი 6 კვერცხის გული ½ ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი ვანილი


სმუზი - ზაფხულის გემრიელი და დაბალკალორიული სასმელი
თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ხილს ვერ იღებთ, სმუზები საუკეთესო არჩევანია ხილის ყოველდღიურ რაციონში ჩასასმელად. მათი მომზადება ძალიან მარტივია, მხოლოდ ხილი და რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. რაც მთავარია, დღეს შემოთავაზებული ხილის სმუზები 250 კილოკალორიაზე ნაკლებს შეიცავენ! ავოკადოსა და მარწყვის სმუზი • ½ ჭიქა დაჭრილი ავოკადო • 150 გრამი მარწყვი • 4 სუფრის კოვზი დაბალკალორიული იოგურტი • 200 მლ რძე • ლიმონის წვენი გემოვნებით • თაფლი გემოვნებით ყველაფერი ერთად მო


რამდენად შეუძლია მომხმარებელს ჯანსაღი შავი პურის ამოცნობა და რამდენი იძენს შეღებილს
გამოკითხულთა 47%-მა, თითქმის ყოველმა მეორემ, ჯანსაღი პურის ნაცვლად პურეულის სურათებიდან "კოლერიანი" პური აირჩია. ივნისის თვეში კომპანია „იფქლმა“ აწარმოა საინფორმაციო სახის კამპანია „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“, რომელიც მიზნად ისახავდა მომხმარებლისათვის გაეადვილებინა ჯანსაღი შავი პურის შერჩევა. თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებზე და ჩვენს ვებსაიტზე ვაშუქებდით შავი პურის წარმოებასთან დაკავშირებულ თემებს. ვცდილობდით გაგვეთავისუფლებინა მომხმარებელი წარმოდგენისაგან, თითქოსდა რაც


პიკნიკი „იფქლის“ პროდუქციასთან ერთად
გაუსაძლის სიცხესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკზე წასვლაა. სკოლის დასრულებასთან ერთად ექსკურსიებზე წასვლის მსურველთა რიცხვიც ძალიან დიდია. თუ ფიქრობთ წასახემსებლად თან რა წაიღოთ, „იფქლი“ უამრავ იდეას გთავაზობთ. შეგიძლიათ არჩევანი „იფქლის“ ბიგმაგებზე ან ტოსტის პურზე შეაჩეროთ. უგემრიელესი ბიგმაგები „იფქლის“ მაღაზიებში მხოლოდ 30 თეთრი ღირს. „იფქლის“ ტოსტის პური ხაშზე ცხვება და მთელი შეკვრა მხოლოდ 2 ლარი დაგიჯდებათ. წინასწარ მომზადებული