

ავოკადოსა და კვერცხის ტოსტი
ინგრედიენტები 2 ცალი კვერცხი 2 ცალი "იფქლის" ტოსტის პური 1 პატარა ავოკადო ჩაის კოვზი ლაიმის წვენი მარილი და შავი პილპილი (გემოვნებით) ოხრახუში (გემოვნებით) მომზადების წესი: გაჭერით ავოკადო, ამოიღეთ შიგთავსი და კარგად გააზავეთ ლაიმის წვენში, პილპილსა და მარილში. შეწვით კვერცხი, წაუსვით შეზავებული ავოკადოს მასა ტოსტის პურებს, დაადეთ შემწვარი კვერცხი, გემოვნებით მოაყარეთ ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!


მიწისთხილისა და მარწყვის ტოსტი
ინგრედიენტები: "იფქლის" ტოსტის ან ჭვავის პური მიწისთხილის კარაქი ბანანი მარწყვი სეზამის მარცვლები მომზადების წესი: აქ პრაქტიკულად არ არსებობს მომზადების წესი. თქვენი საყვარელი პურის ნაჭერი გახუხეთ, გადაუსვით მიწისთხილის კარაქი, გააფორმეთ ბანანისა და მარწყვის ნაჭრებით, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გემრიელად მიირთვით.