

შემწვარი ტკბილი კარტოფილი ბრიუსელის კომბოსტოსთან ერთად
ინგრედიენტები: 4 ჭიქა ბრიუსელის კომბოსტო, შუაზე გაჭრილი 1 დიდი ტკბილი კარტოფილი წვრილად დაჭრილი 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი ნიორი 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი კვლიავი სუნელები გემოვნებით 3/4 ჩაის კოვზი მარილი 1/4 ჭიქა ნიგოზი 1/3 ჭიქა ყველი ფეტა 1/2 ჭიქა ძმარი ბალზამიკო მომზადების წესები: გაახურეთ ტაფა. დიდი ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ბრიუსელის კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, კვლიავი, და მარილი. მასა მოშუშეთ ტაფაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მ


შალოტის სოუსი
ინგრედიენტები: 1/2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ხახვი შალოტი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი მდოგვი
1/8 ჩაის კოვზი წიწაკა
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მომზადების წესი: ერთმანეთში აურიეთ ძმარი, ხახვი, მდოგვი, წიწაკა და მარილი. მასას კარგად ურიეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება და ნელ-ნელა დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. შეინახეთ მაცივარში.


სეზამისა და კოჭას სოუსი
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი მუქი სეზამის ზეთი 1/3 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი 1 სუფრის კოვზი აგავის ნექტარი 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი 1 ან ორი ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა 1 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში შეიკერის საშუალებით.გამოყენებამდე სოუსი ყოველთვის ძლიერად შეანჯღრიეთ და მაცივარში შეინახეთ.


კიტრისა და იოგურტის სოუსი
ინგრედიენტები: 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი გაფრცქვნილი კიტრი 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი ძმარი ბალზამიკო 1/4 ჩაის კოვზი მარილი 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი 1/8 ჩაის კოვზი კამას სუნელი მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ადღვიბეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. სოუსი მაცივარში შეინახეთ და გამოიყენეთ სხვადასხვა სალათებზე გემოვნებით.


ავოკადოსა და ყველის სენდვიჩი
ინგრედიენტები: 4 ნაჭერი "იფქლის" უმაღლესი ხარისხის პური 1-2 სუფრის კოვზი მაიონეზი წიწაკის სუნელი, გემოვნებით დაჭრილი პომიდორი 1/2 ავოკადო, თხლად დაჭრილი 8 ნაჭერი ყველი (თქვენი საყვარელი) მომზადების წესი: ცოტაოდენი მაოინეზი წაუსვით პურის ნაჭრებს. მოაყარეთ წითელი წიწაკის სუნელი გემოვნებით. დააწყვეთ პურის ნაჭრებზე პომიდორის და ავოკადოს ნაჭრები და ზემოდან ყველი დაადეთ. 2-4 წუთის განმავლობაში გააცხელეთ პურის ნაჭრები მიკროტალღოვან ღუმელში, სანამ ყველი არ ჩადნება და გემრიელად მიირთვ


რა უნდა ვიცოდეთ ომეგა 3-ის შესახებ
მართალია, ხშირად ცხიმებს ვერიდებით, მაგრამ არსებობს სასარგებლო და ორგანიზამისათვის აუცილებელი ცხიმი - ომეგა 3. ის ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც თევზში, თხილში და თესლებში გვხვდება. ომეგა 3-ს თქვენი ორგანიზმისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. მისი მიღების აუცილებლობას ისიც განაპირობებს, რომ ორგანიზმს არ შეუძლია მისი დამოუკიდებლად წარმოება. ომეგა 3-ის დადებითი თვისებები ომეგა 3 გულის დაავადებების რისკს ამცირებს და არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. სხვადასხვა დაკვირვებები


ჩიას, შვრიის და მიწისთხილის კარაქის ფაფა
ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა ნუშის რძე 3/4 სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები 2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი 1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი/შესაძლებელია ყავისფერი შაქარიც 1/2 ჭიქა შვრიის ფანტელი მომზადების წესი: შუშის ქილაში ჩაყარეთ ჩიას თესლი, დაამატეთ ნუშის რძე, მიწისთხილის კარაქი და სიროფი. მასას კოვზით ამოურიეთ. აუცილებელი არ არის, რომ მიწისთხილის კარაქი მთლიანად შეერიოს ნუშის რძეს. დაამატეთ მასას შვრიის ფანტელი და კიდევ რადენჯერმე ამოურიეთ. დარწმუნდით, რომ შვრიის მარცვლები კარგ


სალათის სოუსი ლიმონის წვენით
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი 1 მოზრდილი ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი თაფლი 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი 1 პატარა ნივრის თავი წვრილად დაჭრილი მომზადების წესი: მცირე ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ინგრედიენტები. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში და გამოყენებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ. მისი გამოყენება მრავალ სალათზე შეგიძლიათ.