

ნუშის სასარგებლო თვისებები
ნუში, ასევე ცნობილი, როგორც სამეფო კაკალი, ერთ დროს მხოლოდ სამეფო კარის პირებისთვის განკუთვნილი ნუგბარი იყო. ახლა, როდესაც ის ყველასათვის ხელმისაწვდომია, მოგიყვანთ რამდენიმე მარტივ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ნუში თქვენი კვების რაციონში. 28 გრამ ნუშში გვხვდება დაახლოებით: 3.5 გრამი უჯრედისი 6 გრამი ცილა 14 გრამი ცხიმები 200 გრ. კალიუმი 6 გრ. პროტეინები კალციუმი რკინა მაგნეზიუმი ვიტამინი E ნუში - ენერგიის წყარო პროტეინებით მდიდარი ნუშის მიღება ხელს გვიწყობს ადვილად დანაყრებაში.


10 ხერხი ძველი პურის გამოსაყენებლად
საქართველოში პური ნომერ პირველი მოხმარების პროდუქტია და გასაკვირი არაა, რომ ყველა ოჯახში დგება საკითხი: რა ვუყოთ დარჩენილ, დაძველებულ პურს? სანამ მის გადაყრას იჩქარებდეთ, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, თუ როგორ შეიძლება დაძველებულ პურს გემრიელი დანიშნულება მოუძებნოთ. 1. განაახლეთ
გაახვიეთ ძველი პური ფოლგაში და გაზქურაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეათბეთ. ის ახალივით იქნება, რბილი და ფაფუკი. 2. გამოიყენეთ ინგრედიენტად
არსებობს ძალიან ბევრი რეცეპტი, სადაც ერთ-ერთი შემადგენე


რა არის ანტიოქსიდანტი?
ანტიოქსიდანტი მოლეკულაა, რომელიც აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავება ორგანიზმს თავადვე შეუძლია. მართალია, რომ ანტიოქსიდანტები, მინერალები, ბოჭკოვანი უჯრედისი და სხვა ნივთიერებები რომლებსაც ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული შეიცავს, ორგანიზმს დაავადებებისაგან იცავს, თუმცა დიდი დოზით დამატ


ბეკონის, ყველისა და ისპანახის სენდვიჩი
ინგრედიენტები: 1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი 2 მოზრდილი თავი ნიორი, თხლად დაჭრილი 4 ჭიქა ისპანახის ფოთოლი 4 ჭიქა არაგულას ფოთოლი 4 ნაჭერი ბეკონი, თხლად მოჭრილი 8 ნაჭერი "იფქლის" ტოსტის ან თეთრი ბატონის პური 100 გრამი ყველი, სასურველია სულგანი მომზადების წესი: დაადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ზეთი და 1 წუთის განმავლობაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ დაუმატეთ მას არაგულასა და ისპანახის ფოთლები და 1 წუთის განმავლობაში მოშუშეთ. მიღებული მასა გადმოიღეთ თეფშზე, ტაფა კ


რა უპირატესობა აქვს ხაშზე დამზადებულ პურს?
საქართველოში ოდითგანვე პურის ცომს ხაშზე, ანუ სპეციალურად დამჟავებულ ცომზე ამზადებდნენ. პურის ცხობის ეს მეთოდი გავრცელებული იყო მთელ ქვეყანაში, სანამ ის 90-იან წლებში მასობრივი წარმოებისათვის პურის მომზადების უფრო დაჩქარებულმა, თუმცა ნაკლებად ჯანსაღმა ტექნოლოგიამ არ ჩაანაცვლა. (მოუსმინეთ) ამის მიზეზები ის გახლდათ, რომ ერთის მხრივ დაიკარგა პურის ცხობის ცოდნა და მეორეს მხრივ, ქართულ კომპანიებს ხელი არ მიუწვდებოდათ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მასობრივად პურის ხაშზე წარმოების განხორც