

რა ოდენობის წყალი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 50%-დან 75%-მდე წყალია, ამიტომ, ბუნებრივია, წყლის ყოველდღიურად საკმარისი ოდენობით მიღება მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ჩვენ ვკარგავთ წყლის მარაგს, სუნთქვისას, მოძრაობისას თუ საკვების გადამუშავებისას. თუ ორგანიზმმა წყლის დანაკლისი არ შეივსო, გაუჭირდება ტვინისთვის სისხლის მიწოდება, ეს კი, რა თქმა უნდა, საშიშია. და მაინც, რამდენი ჭიქა წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა ყოველდღიურად?
ამ კითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი. ეს დამოკიდებულია გარემ


კიტრისა და ავოკადოს სალათა
ინგრედიენტები: 3 მოზრდილი ავოკადო 2 ცალი მოზრდილი კიტრი 1 ლიმონის წვენი 1/3 ჭიქა ყველი 1 კონა კამა შავი პილპილი და მარილი გემოვნებით მომზადების წესი: დიდი ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ავოკადო და კიტრი, დაამატეტ მას წვრილად დაჭრილი კამა, ყველი და მოასხით ლიმონის წვენი. გემოვნებით დაამატეთ შავი პილპილი და მარილი. გემრიელად მიირთვით "იფქლის" ლატვიურ პურთან ერთად.

საზამთროს რეცეპტები
საზამთრო ის ხილია, რომელსაც ყოველ ზაფხულს ჩვენს მაცივრებში დიდი ადგილი უკავია. როგორც წესი მას ვჭრით და ყველაფრის გარეშე მივირთმევთ, მაგრამ გიცდიათ ოდესმე საზამთროთი უგემრიელესი ტორტის, ან გამაგრილებელი სასმელის მომზადება? საზამთროს ტორტი ამ ტორტის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჯანსაღია და გამოცხობა არ სჭირდება. თქვენ დაგჭირდებათ: • მოზრდილი, უკურკო საზამთრო • თხლად დაჭრილი ნუში ან მოხალული ქოქოსის ფანტელი • საყვარელი ხილი • ნაღები, ან მზა კრემი ამოჭერით საზამთროს გული, წაუსვით მას