

ავოკადოს სოუსი
ინგრედიენტები: 1 კბილი ნიორი 1 ჭიქა ავოკადო 7-8 სუფრს კოვზი წყალი 5 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 3-4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი 1/2 ჭიქა ახალი რეჰანის ფოთლები 1/2 ჭიქა ახალი ოხრახუში 1/2 ჭიქა მწვანე ხახვი მწიკვი წითელი წიწაკის სუნელი (გემოვნებით) დამატკბობელი (გემოვნებით) მომზადების წესი: ნივრის კბილი ბლენდერში კარგად დააქუცმაცეთ და დაამატეთ წყალი, ზეთი, ავოკადო, მწვანილები და მწვანე ხახვი. დააბლენდერეთ ინგრედიენტები მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებ


კეშიუს და ლიმონის სოუსი
ინგრედიენტები: 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი 1/2 კეშიუ 4 კბილი ნიორი 1 ლიმონის წვენი მწიკვი მარილი გემოვნებით მომზადების წესი: კეშიუ რამდენიმე საათით წყალში გააჩერეთ, რომ დარბილდეს. შემდეგ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში კარგად დააბლენდერეთ და იხმარეთ სხვადასხვა სალათებთან.


ზამთრის პროდუქტების გზამკვლევი
ზამთრის პერიოდი სავსეა ნოყიერი და ვიტამინებით სავსე პროდუქტით. გთავაზობთ ათ მათგანს, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ ცივ სეზონზე ვიტამინებით გაიმდიდროთ ორგანიზმი.


მარწყვის სენდვიჩი
ინგრედიენტები: 4 სუფრის კოვზი უცხიმო კრემ-ყველი 1 სუფრის კოვზი თაფლი 2 კვერცხი 1/4 ჭიქა რძე 1 სუფრის კოვზი შაქარი 1 სუფრის კოვზი დარიჩინი 8 ცალი მოზრდილი მარწყვი, შუაზე გაჭრილი "იფქლის" ტოსტის პურის ნაჭრები 2 ჩაის კოვზი ზეთი მომზადების წესი: კრემ-ყველი კარგად აურიეთ თაფლში. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძე. მომცრო ზომის თეფშზე ერთმანეთში აურიეთ შაქარი და დარიჩინი. ცხელ ტაფაზე დაასხით 2 ჩაის კოვზი ზეთი, დადეთ ტოსტის ნაჭერი, წაუსვით კრემ-ყველის და თაფლის მასა, დაალაგეთ შუაზე გაჭრი


ბალზამიკოს სოუსი
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი ძმარი ბალზამიკო 1/2 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი 1 თავი ნიორი, წვრილად დაჭრილი 1/4 ჩაის კოვზი მდოგვი 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი მომზადების წესი: უბრალოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. სოუსი მაცივარში შეინახეთ და გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.


ლორისა და ყველის სენდვიჩი
ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი 3 სუფრის კოვზი ფქვილი 2 ჭიქა ცხელი რძე 1 ჩაის კოვზი მარილი 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი 5 ჭიქა ყველი (სასურველია ყველი Gruyere) 1/2 ჭიქა პარმეზანი 8 ცალი კრუასანი მდოგვი გემოვნებით 230 გრამი ლორის ნაჭრები მომზადების წესი: გაალღვეთ კარაქი პატარა ზომის თასში და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მიღებულ მასას ხის კოვზით 2 წუთის განმავლობაში ურიეთ. ნელ-ნელა დაასხით ცხელი რძე და განაგრძეთ მორევა, სანამ მასა ერთგვაროვანი და სქელი არ გახდება. გადმ


მიწისთხილის კარაქის სოუსი სალათებისათვის
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა უმარილო მიწისთხილის კარაქი 1/4 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1/4 ჭიქა სოიოს სოუსი 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი მომზადების წესი: აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. მიღებული მასა გადაიტანეთ შუშის ქილაში და მაცივარში შეინახეთ.