

როგორია ჭვავის 80%-იანი პური?
ქართულ ბაზარზე უკვე თვეზე მეტია "იფქლის" ახალი სახეობის პური, 80%-იანი ჭვავის პური იყიდება. პურის მაღაზიების დახლებზე გამოჩენას ჩვენი ერთგული მომხმარებელი სხვადასხვა კითხვით მალევე გამოეხმაურა. რას ნიშნავს 80%? 80% პურში ჭვავის ფქვილის მაჩვენებელს მიემართება, ანუ, აღნიშნული სახეობის პურის რეცეპტში 80% ჭვავის ფქვილს უჭირავს. ასეთი ტიპის ჭვავის პურს უფრო მკვეთრი გემო და არომატი აქვს, ვიდრე ჭვავის სხვა პურებს. ჭვავის სხვა პურები არ ცხვება მთლიანად ჭვავის ფქვილზე? მსოფლიოს თითქმი